უსინათლოთა საზოგადოებრივი მოძრაობის “მე დავინახე პროგრესი” წევრები, პარლამენტთან შეკრებისა და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

“სალამი ყველას! გაცნობებთ, რომ 12 აპრილს, პარასკევს, დილის 10 საათისთვის, პარლამენტის უკანა შესასვლელთან, ვიკრიბებით და ჩვენს პოზიციას გამოვხატავთ, უსინათლოები, რომლებიც არ ვართ წინააღმდეგი „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღების. დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი, რომ არაფერი გვაქვს აღნიშნული კანონის საწინააღმდეგო. გავაძლიეროთ ერთმანეთი! ერთად დავდგეთ პარლამენტთან 12 აპრილს დილის ათ საათზე!” – წერის მოძრაობის ერთ-ერთი წევრი ზაზა ადანაია.