საინფორმაციო სააგენტო “იქსნიუსის” დამფუძნებელი ნინო ჯღარკავა კუდ-ის მაღალჩინოსნის, სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედის, სოსო თოფურიძის რძლის – ანკა ვასაძის პოლიტიკურ განცხადებას ეხმაურება.

“აი, სააკაშვილის ნომერ მესამე, თუ მეორე მწამებლის, კუდ-ის ყოფილი უფროსის – სოსო თოფურიძის რძალი რომ ხარ, ცოტა ფითილს უნდა დაუწიო და შენი მამამთილის ჩადენილი სიბინძურეები არ გაახსენო ხალხს.

რა თავისუფლებასა და მონობაზე ლაპარაკობ თოფურიძის პატრონი?! რა გინდოდა, შვილო, – მთელ ერს თავიდან გაახსენო სააკაშვილის რეჟიმი?!

შენს ადგილას, თავჩაღუნული ვივლიდი, შენც არ მყავდე ავტორიტეტი”, – წერს ნინო ჯღარკავა “ფეისბუკის” გვერდზე.