დღეს გერმანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც ტრანსგენდერებს, ინტერსექსუალებსა (ადამიანები, რომლებსაც რამდენიმე სექსუალური ორიენტაცია აქვთ) და არაბინარულ (რომლებსაც არ უნდათ, იდენტიფიცირდნენ ქალად ან კაცად) ადამიანებს უადვილებს სახელისა და გენდერული იდენტობის შეცვლას.

როგორც გამოცემა „Deutsche Welle“ იტყობინება, ამჟამად გენდერის შეცვლისთვის ორი ფსიქიატრის ექსპერტული შეფასება და სასამართლოს ნებართვაა საჭირო.

ახალი კანონის თანახმად, 14 წელს მიუღწეველი პირის შემთხვევაში, აპლიკაციის შევსებას მხოლოდ მისი კანონიერი წარმომადგენელი შეძლებს, ხოლო 14 წლის ასაკიდან მას კანონიერი წარმომადგენლების თანხმობა დასჭირდება.