“1978 წლის 14 აპრილს ერთ მუშტად შეკრულმა ქართველმა ერმა, უკვე მერამდენედ, დაიცვასაკუთარი თვითმყოფადობა, გადაარჩინა დედაენა, როგორც საკუთარი სიცოცხლისა დაარსებობის ქვაკუთხედი,” – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიფეისბუკისგვერდზე.

მანამდეც და მერეც, მრავალჯერ ვმდგარვართ ამ დიდი გამოცდის წინაშე, თვითმყოფადობის და თავისუფლების დასაცავად.

ყოველთვის, მაშინაც და ახლაც, არის არჩევანი, შეინარჩუნო შენი საყრდენები, თუ სხვასმიანდო შენი ბედი, შენი ხვალინდელი დღე.

ისტორია მართლაც მეორდება. სხვადასხვა დროს, ხან რა იყო გადასარჩენი, ხან რა. ზოგჯერენა, ზოგჯერ რწმენა, ზოგჯერ სახელმწიფო, ზოგჯერ კი სამივე ერთად. თავიაუფლებისთვის ბრძოლის გრძელი და ეკლიანი გზა სწორედ ამ სამივეს გადასარჩენად გამოიარა ქართველმა ხალხმა, რადგან არ არსებობს ერი იდენტობის გარეშე და არ არსებობს სახელმწიფო სუვერენიტეტის გარეშე.

დღეს დედაენის დღეა. ქართველებისთვის წმინდა საფიცარის დღე. უძველესი ქართული ენა, ცურტაველის, რუსთაველის, ილიას და გალაკტიონის ენა. ამ ენაშია განფენილი ჩვენი არსი, სულიერება და ცხოვრების წესი.

წყალნი წავლენ, ქართული ენა და ჩვენი ისტორია კი გაგრძელდება, მებრძოლი დათავისუფალი ერის ისტორია,” – წერს პაპუაშვილი.