როდესაც ქვეყნის პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე საუბრობს ევროპულ და კერძოდ, გერმანულ ბიუროკრატიაზე, ის, მათ შორის, გულისხმობს იმასაც, რომ ძალიან ცუდია, როდესაც გერმანიის კანცლერის ბრიფინგის თარჯიმნად ირჩევენ სსრკ კომუნისტური პარტიისსაქართველოს ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორის, ნიკო ანდრონიკაშვილის ვაჟს, რომელიც КГБ- საუკეთესო ტრადიციებში ატარებს ბანალურ სპეცოპერაციას“, – წერს  ფეისბუკისგვერდზეხალხის ძალისწევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი.

ძალიან უხერხულია, ასევე, როდესაც გერმანული ბიუროკრატია არ აწვდის კანცლერსდადასტურებულ ინფორმაციას იმავე საფრანგეთზე, სადაც აუცილებლად იქნება მიღებულიკანონი გამჭვირვალობის შესახებ მაშინ, როდესაც გერმანიის პირველი პირი აცხადებს, რომჩვენ ამას არ დავუშვებთ“.

ეს კანონი მიღებული იქნება მათ შორის 2022-2023 .. საფრანგეთის დაზვერვისსაპარლამენტო დელეგაციის ანგარიშის გამო.

ამ დოკუმენტში უცხოური გავლენებისჯაშუშურრისკფაქტორებად რუსეთთან და ჩინეთთანერთად, პირდაპირ არის ნახსენები აშშ, თურქეთი, ირანი და ახლო აღმოსავლეთის რეგიონიმათ შორის არა მხოლოდ სამხედრო, არამედეკონომიკური უსაფრთხოების სფეროებისთვალსაზრისით, სადაცმოკავშირე არ უდრის მეგობარს“.

დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ აშშ ხშირად არ იქცევა როგორც საფრანგეთის მეგობარი, სხვადასხვა მეთოდს იყენებს მონაცემების მოსაპოვებლად და საფრანგეთის ეკონომიკურიუსაფრთხოებისთვის ძირის გამოსათხრელად.

საგარეო ჩარევა სულ უფრო დაუბრკოლებლად ხდება და ეხება საქმიანობის ყველასექტორს, დემოკრატიული ცხოვრებიდან ეკონომიკურ ცხოვრებამდე, კვლევის სამყაროდანციფრულ სივრცეებამდე. ისინი მრავალ ფორმას იღებენ: დეზინფორმაციული ოპერაციები, კიბერშეტევები, ჯაშუშობა, ექსტერიტორიულობასთან დაკავშირებული სამართლებრივიშესაძლებლობები, კორუფცია, ღალატი და ..“ – აღნიშნულია საფრანგეთის დაზვერვისანგარიშში.

ამიტომ, „გამჭვირვალობისშესახებ კანონს აუცილებლად მიიღებენ საფრანგეთში, ისევე, როგორცსაქართველოში. დღეს, უკრაინაში მიმდინარე ომის, ახლო აღმოსავლეთშიდაძაბულობის ესკალაციის, სომხეთაზერბაიჯანს შორის ზანგეზურის გამოარაპროგნოზირებული ვითარების თუ სხვა უამრავი გარემოებების გამო, ვერც ერთისაერთაშორისო თუ ადგილობრივი ფაქტორი ვერ დაუშლის საქართველოს საკუთარიუსაფრთხოების სისტემა სრულ მზადყოფნაში მოიყვანოს“, – წერს ქართველიშვილი.