ძალიან მარტივია, როცა შენ ქვეყნის საქმეებში უცხოელი ცდილობს ჩარევას, რაც არ უნდა მაღალი თანამდებობის პირი იყოს, სულ მცირე უხეშობაა, რეალურად კი შენი ქვეყნის სუვერენიტეტის უპატივცემულობაა.

ვის შეიძლება მოეწონოს ეს, მხოლოდ უსამშობლო უცხოელ პატრონზე დამოკიდებული, მონური აზროვნების არსებას“, – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, ფილოსოფოსის ზაზა შათირიშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, „უსამშობლოები ზურაბიშვილიდანნათელაშვილამდე ვერც კი ხვდებიან, რომ იმ პრესკონფერენციაზე დიპლომატიური უხეშობა თუკი ვინმემ იკადრა, ეს იყო ოლაფ შოლცი, რომელიც აგრესიულად ჩაერია ქვეყნის შიდა საქმეში“.

ხოლო, როცა შენი ქვეყნის ლიდერი ღირსეულ, ამავე დროს საკმაოდ ზრდილობიან დადიპლომატიური პასუხს სცემს, უცხო ქვეყნის თუნდაც მაღალი თანამდებობის პირს, ვის შეიძლება მოეწონოს ეს, რა თქმა უნდა ყველა იმ ადამიანს რომლისთვისაც ღირსება, ქვწყნის ინტერესები და სამშობლო ყველაზე მაღლა დგას.

მართალს ამბობს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, ორივე სიტუაციის მაგალითი ჩვსნ ირაკლი კობახიძისა და ოლაფ შოლცის შეხვედრის დროს ვნახეთ“, – წერს ნიკოლეიშვილი.