პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე პარლამენტში, “გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვის დროს მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

“ვროპული ფასეულობა ქართული ოპოზიციის გაგებით ყოფილა:
ძალადობა!
სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა!
ადამიანების სტიგმატიზება ამ სიტყვის ყველაზე ცუდი გაგებით!
სამშობლოს გაუქმება და ყველაფრის გადახაზვა, რისთვისაც იბრძოლა ქართველმა ხალხმა!
რომელ ევროპაზე საუბრობთ?
სად მიდიხართ?
ვინ შეგიშვებთ ოჯახში?
საბედნიეროდ, თქვენ არც საქართველოს სახე ხართ და არც ქართველი ხალხის!
რამდენ პროცენტამდე უნდა დაეცეს თქვენი რეიტინგები, რომ მიხვდეთ მარტივ ჭეშმარიტებას: თქვენ რასაც წარმოადგენთ, იმის ადგილი ქართულ საზოგადოებაში აღარ არის!
მეტი ლუსტაცია რაღა უნდა იყოს?!
სრულად უარგუმენტო ოპოზიციას აღარაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ უსუსური ალეკო ელისაშვილის ხელით იძალადოს და მერე ძალადობას ტაში დაუკრას”, – წერს ბოჭორიშვილი.