„ალე,
ასე იცის ღომში ჩართული მარტვილის სულგუნივით ტყლარწვამ (წელვამ)!
შენი სულიერი და ფიზიკური და-ძმები “ნაცმოძრაობიდან” ყიოდნენ და მარჯვენას გიქებდნენ, მდინარაძეს რომ მიეპარე (აბა, ვაჟკაცობა და პირდაპირი მისვლის შნო და კაცობა ვინ მოგცა?!) და დაარტყი! ახლა კი მოსთქვამენ, როგორ თუ დაუგრძელეს ვიღაც მოქალაქეებმა ჩვენს ფულის ნამეტნავად მოყვარულ ძმას, ელისას, ისედაც საკმაოდ მოგრძო ცხვირ-პირიო!“ – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ალეკო ელისაშვილის შესახებ.

„ამიტომაც, პატივცემულო “მოქალაქეთა ბელადო”, სკოლაში თუ ყოფილხარ, იქ ასწავლიან ცხონებული ინგლისელი გენიოსის – ნიუტონის მესამე კანონს F=- F!
ანუ, რაც სხვისთვის მოინდომე, იგივე დაგემართა შენ, ოღონდ, აღმატებით ხარისხში!

ელისა, მართალია, აპრილია, მაგრამ ძველი სტილით მარტია, ამიტომაც დაწყნარდი და ნუ იფხორები მარტის აბზუნებული კატასავით!
თორემ, ვინძლო, ვინმეს ისევ არ გადაეყარო…“ – წერს ედიშერ გვენეტაძე „ფეისბუკის“ გვერდზე.