საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრები მოლდოვაში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა.

ძალოსნებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფედერაციის წარმომადგენლები, გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრებმა ევროპის ჩემპიონატი ტრიუმფით – გუნდური პირველი ადგილით დაასრულეს.

ჩემპიონატზე მოასპარეზე 15 სპორტსმენიდან უმედლოდ არცერთი დარჩენილა. გარდა ამისა დამყარდა ევროპისა და საქართველოს რეკორდებიც.

საერთო ჯამში 39 მედალია, საიდანაც ვაჟთა ნაკრების ანგარიშზე 33 მედალია, გოგონებმა კი 6 მედლის მოპოვება შეძლეს.

15 და 17 წლამდელთა შორის მედლების რაოდენობით საქართველო პირველ ადგილზეა.