„არა – მონობას, აგენტობას, ლაქიაობას! კი – თავისუფალ ქართველ ადამიანს ევროპაში! ჩვენი ადგილი ღირსებით ღირსეულ ევროპაშია!“ – წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

„არა – რუსეთისთვის 2004 წელს ცხინვალის „ჯართად” ჩამბარებლებს!

არა – 2006 წელს რუსეთისთვის კოდორის ხეობის ჩაბარების მომზადების განმახორციელებლებს!

არა – 2007 წელს ახალგორის რაიონის სეპარატისტულ საზღვრებში მომქცევ „კარტოგრაფებს”!

არა – 2008 წელს საქართველოს გამთლიანების შტაინმაიერის გეგმის ჩამშლელებს!

არა – 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ხელშემწყობებს!

არა – 2008 წელს რუსი გენერლების ქართველ მძღოლ-გუბერნატორებს!

არა – 2008 წელს ევრორეზოლუციაში რუსეთის ოკუპაციის “გამპრავებლებს!”

არა – 2009 წელს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შემყვანებს! არა – 2009-2012 წლებში რუსეთისთვის სტრატეგიული ობიექტების მჩუქებლებს!

არა – 2014 წელს EU-თან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მოწინააღმდეგეებს!

არა – 2015 წელს EU-თან ვიზალიბერალიზაციის ხელშეკრულების ხელმოწერის მოწინააღმდეგეებს!

არა – 2022-2023 წლებში EU-ის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოწინააღმდეგეებს!

არა – 2024 წელს EU-ში გაწევრიანების რეზოლუციის ინიცირების მოწინააღმდეგეებს!

არა – გაუნათლებელ და უწიგნურ, აზროვნებადაბინდულ ქართველებს!“ – წერს დავით ქართველიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.