“ისევ პროვოკაციის მოწყობა გადაწყვიტეს ნაც. მოძრაობის აქტივისტებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ლექციაზე. ჯერ ლექციის ჩაშლა უნდოდა 2 აქტივისტს და შეძახილები დაიწყეს, შემდეგ პრემიერის გასვლის დროს გადაწყვიტეს შეურაცხყოფების მიყენება”, – წერს სტუდენტი საბა ჯულაყიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, სტუდენტებმა, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს, ღირსეული პასუხი გასცეს

“ღირსეული პასუხი გასცეს სტუდენტებმა. რის ფასად უღირთ ასეთი პროვოკაციების მოწყობა არ ვიცი, მაგრამ რაც ზუსტად ვიცი არის ის, რომ ყოველ ჯერზე საკადრის პასუხს მიიღებენ. ჩემს თანატოლებს ვერ მოატყუებენ. ჩვენ ღირსებით გავაგრძელებთ სვლას ევროპისკენ!” – წერს საბა ჯულაყიძე “ფეისბუკის” გვერდზე.