თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ–ერთი მონაწილის მოწოდებას „არა რუსულ სარწმუნოებას“ “ფეისბუკის” გვერდზე „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ეხმიანება და ამბობს, რომ ყოველივე ეს სხვა არაფერია, თუ არა უმძიმესი ნარკოტიკული ზემოქმედებით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობა.
„როგორ შეიძლება „სარწმუნოება” დაგვეტოვებინა, როდესაც ჩვენ ყველაფერი რუსულისწინააღმდეგ დავდეთ ფიცი, ამ დროს რუსულთან ერთი და იგივე სარწმუნოება გვაქვს – რათქმა უნდა ამოვიღებდით,” – ამას რომ მოვუსმინე, მივხვდი რომ უმძიმესი ნარკოტიკული ზემოქმედებით გამოწვეულ ფსიქიკურ აშლილობასთან გვაქვს საქმე. ახალგაზრდა, ეგზალტირებული გოგონა გვიხსნიდა დღეს ამას.
არა „რუსულ სარწმუნოებას” – აი რაში ყოფილა საქმე. არ მინდა რამე ზედმეტი წამომცდეს – კარგი იქნებოდა ამ ყველაფერზე გამოცდილი ფსიქიატრების და ნარკოლოგებისკვალიფიციური განმარტებების მოსმენა. ეს აღარაა მხოლოდ პოლიტიკური აშლილობის ანნეირო–ლინგვისტური პროგრამირების შედეგი – ეს არის ამასთანავე წმინდა სამედიცინო პრობლემა. პანდემიის დროს ლამის საყოველთაო აცრის პროპაგანდა მესმის, ამ შემთხვევაში რა ვქნათ? მივუშვათ ქვესკნელის ბოლომდე? – წერს დავით ქართველიშვილი.