“მოგეხსენებათ, დღეს, თანამედროვე, ცივილიზებულ მსოფლიოში სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები აგებულია თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, ჩაერიოს შენს შიდა საქმეებში, პატივი უნდა სცეს შენს გადაწყვეტილებებს, შენს სუვერენულ უფლებას, თავად მიიღო გადაწყვეტილება, რა არის შენთვის კარგი ან უკეთესი“, – განაცხადა “საზოგადოება ქართულის“ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი გაბუნიამ.

„ჩვენ უფლება გვაქვს, მოვუსმინოთ ჩვენს მეგობრებს, მაგრამ ასევე უფლება გვაქვს, თავად განვსაჯოთ, რა არის ჩვენთვის პრიორიტეტი და რა გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ ჩვენი ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით. კარგად უნდა გავიგოთ ის, რომ ჩვენს ინტერესებს არავინ არ დაიცავს, ჩვენ გარდა”, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ ტელეკომპანია „POSTV-სთან“ საუბრისას.