“დრო მოვიდა, ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა პოლიტიკურ ველზე გამოჩნდეს, ხმა აღიმაღლოს და თავისი პოლიტიკური ნება მკაფიოდ დააფიქსიროს“, – ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ლუკა ეხვაია “ქართული ოცნების” მიერ საქართველოს პარლამენტის წინ 29 აპრილს გასამართ საყოველთაო-სახალხო შეკრებას.

“ორშაბათს, 29 აპრილს, პარლამენტის წინ ვიკრიბებით ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ჩვენი ღირსებისა და ღირებულებების დასაცავად, მშვიდობისა და სუვერენიტეტისთვის.
ეს ქვეყანა ჩვენია და ზღაპრის ბოლო ბახმუტი არ იქნება”, – წერს ლუკა ეხვაია „ფეისბუკის“ გვერდზე.