“დროას” ლიდერის – ელენე ხოშტარიას ოჯახისთვის რუსეთიდან თანხის ჩარიცხვას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ეხმაურება.

საუბარია გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ელენე ხოშტარიას დედა შუამავალს მოსკოვში უხსნის, როგორ განახორციელოს მორიგი ტრანზაქცია რუსეთიდან რუბლებში.

“ეს ბევრ რამეზე მეტყველებს – ეს ოჯახი პირდაპირ ფინანსდება ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. როგორც ჩანს, მათი პერსპექტივიდან ახლა განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობებია, რათა ეს დაფინანსება მიიღონ და, როგორც ჩანს, არ ელოდნენ იმას, რომ ეს ინფორმაცია შეიძლებოდა ყოფილიყო საჯარო და მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი.

ფაქტია, რომ ეს ხალხი ოკუპანტი ქვეყნის ბიუჯეტიდან იღებს შემოსავალს და გამოდიან ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად. რა თქმა უნდა, ოკუპანტი ქვეყნიდან თანხის მიღებას არავითარი საერთო არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან, – ეს არის, რა თქმა უნდა, ანტისახელმწიფოებრივი და ასეთი ხალხი ყოველთვის უნდა იყოს მხილებული“, – განაცხადა ოხანაშვილმა.