რადიკალურმა ჯგუფმა აშშ-ში უკვემიიღო სულ ცოტა 300 000 აშშ დოლარი “სოროსის ღია საზოგადოების ფონდებიდანდა 355 000 აშშ დოლარი ძმებ როკფელერების ფონდიდან“. საიდან ვიცით? ამერიკაში მოქმედი ფინანსური გამჭირვალობის პრინციპიდან გამომდინარეაი, იმისი, „არა რუსულ კანონსრომ უწოდებენ ჩვენთან ადგილობრივი ნეანდერტალელები“, – წერს  სოციალურ ქსელშიხალხის ძალისწევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი.

არცერთი მასობრივი პროტესტი არ რჩება გადაუხდელიყველაფერს აქვს თავისი ფასი და სპონსორი. მოულოდნელი აღმოჩენა გვეწვია ამერიკიდან. ირკვევა, რომ რადიკალური ანტი ისრაელისსაპროტესტო გამოსვლები შეერთებული შტატების მასშტაბით (კოლეჯებში) ორგანიზებულია იმ ჯგუფების მიერ, რომლებმაც ჯორჯ სოროსისგან დაფინანსება მიიღეს(ევრიკა!).

საპროტესტო აქციები გასულ კვირას დაიწყო, როდესაც სტუდენტებმა კოლუმბიის უნივერსიტეტის კამპუსის გაზონი დაიკავეს და მთელ ქვეყანაში ვირუსულად გავრცელდა. კარვების ქალაქები მოეწყო კოლეჯებში, მათ შორისჰარვარდში, იელში, ბერკლიში (კალიფორნია), ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტში და ემორიში (ჯორჯია).

ყველა მათგანი სოროსის მიერ დაფინანსებული ფონდის („სტუდენტობის  სამართლიანობისთვის პალესტინაში“) ფილიალების მიერ იყო ორგანიზებული. ზოგიერთ ქალაქში სტუდენტებმა ნამდვილი ბრძოლები მოაწყვეს პოლიციასთან (შანსი არაა, არიზამდნენ!).

სამ კოლეჯში საპროტესტო აქციებს აწყობენ დაქირავებულიფასიანირადიკალები, რომლებიც ასევე არიან სოროსის მიერ დაფინანსებული ჯგუფის, USCPR („ამერიკის შეერთებული შტატების კამპანია პალესტინის უფლებებისთვის“) „სტიპენდიატები“.

New York Post-ის ინფორმაციის თანახმად, USCPR საკუთრივ თავის ცენტრალურ ოფისში გაერთიანებულსტიპენდიატებსუხდის $7,800-მდე და $2,880-დან $3,660-მდე სხვადასხვა კოლეჯებში გადანაწილებულ თავის სტიპენდიატებს“, კვირაში რვა საათიან ტრენინგებშიპალესტინის ორგანიზაციების მიერ წარმართული კამპანიებისორგანიზების ფარგლებში.

2017 წლიდან აღნიშნულმა რადიკალურმა ჯგუფმა ამსტიპენდიებისთვისუკვე მიიღო სულ ცოტა 300 000 აშშ დოლარი “სოროსის ღია საზოგადოების ფონდებიდანდა 2019 წლიდან 355 000 აშშ დოლარიძმებ როკფელერების ფონდიდან“. საიდან ვიცით? ამერიკაში მოქმედი ფინანსური გამჭვირვალობის პრინციპიდან გამომდინარეაი, იმისი, „არა რუსულ კანონსრომ უწოდებენ ჩვენთან ადგილობრივი ნეანდერტალელები.

ამ ისტორიას აქვს კიდევ ერთი საინტერესო კონტექსტი: თუ ვეთანხმებით ამერიკულ მედია ვერსიებს, რომანტი ისრაელისკამპანიას აფინანსებს სოროსი და მისი სტრუქტურები, გამოდის რომ ლიბერალების ესიმპერატორიღია ზიანს აყენებს ბაიდენსა და დემოკრატებს ამ წინასაარჩევნო პერიოდში.

საპროტესტო კარვებს შლიან დემოკრატების ზუსტად იმ ულტრა მემარცხენე ფრთის წარმომადგენლები, რომლებმაც BLM-ის ტალღაზე სწორედ ბაიდენის რიგები გაამაგრეს თავის დროზე, დღეს კი ამ აქციებით სწორედ მას დააკლებენ ხმებს 5 ნოემბერს. რა თამაშს გვთავაზობს სოროსიჯერ გაუგებარია. შესაძლოა ამით ცდილობს თეთრი სახლის ახალი პოტენციური მეპატრონეების ლოიალურობის შეძენასვნახოთ.“ – წერს დავით ქართველიშვილი.