მეტროპოლიტი საბა გამჭვირვალობის კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

“ვისაც გამჭვირვალობა არ უნდა, შევადარებ იუდას. ქრისტეს თორმეტი მოციქულიდან იუდა ისკარიოტელს ჰქონდა მიბარებული შესაწირი ყუთი, იუდა ყოველთვის მალავდა რამდენი ჰქონდა შესაწირში, იმიტომ რომ იპარავდა”,- აცხადებს მიტროპოლიტი საბა.