“ესენი არიან მშვიდობიანი აქტივისტები?!
რა უნდათ პოლიციასთან , რატომ პროვოკატორობენ?” – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე პარლამენტის წინ არასამთავრობოების და რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს.

“ესენი არიან მშვიდობიანი აქტივისტები?!
რა უნდათ პოლიციასთან , რატომ პროვოკატორობენ?

ნაძირალა პოლიტიკოსები დაიმალნენ, ტელევიზორთან მოკალათდნენ და ეს გზააბნეული აქტივი მიუშვეს ნებაზე?!

ვინც ახლა რუსთაველზე იმყოფება და ცდილობს პოლიციასთან დაპირისპირებას, დასაკავებელია ზედმეტი მიკიბ-მოკიბვის გარეშე!

არანაირ მშვიდობიან აქციასთან ამ პროვოკატორებს საერთო არ აქვთ. იციან ხვალინდელი დღის ეფექტი და მათი გარდაუვალი მარცხი და ახლა, ყველაფერს კადრულობენ, რომ პოლიციასთან კონფრონტაციაში შევიდნენ და მსხვერპლის როლი მოირგონ!” – წერს ზურაბ ქადაგიძე “ფეისბუკის” გვერდზე.