“ვერ ასვენებს ეშმაკი რადიკალებს, მაინც უნდათ რაღაცა ისეთი მოაწყონ რაც დაპირისპირებას გამოიწვევს, ვიღაცა უნდა დაზიანდეს, ვიღაცა დააკავონ”, – წერს “ფეისბუკის” გვერდზე ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

„თითქოს და ითქვა, რომ 28 აპრილის აქცია ჩატარდებოდა რესპუბლიკის მოედანზე მოედანზე, ასევე ითქვა, რომ აქცია მშვიდობიანი იქნებოდა, არ მოაწყობდნენ პროვოკაციას, ხელს არ შეუშლიდნენ 29 აპრილის დიდ შეკრებას, მაგრამ…

ვერ ასვენებს ეშმაკი რადიკალებს, მაინც უნდათ რაღაცა ისეთი მოაწყონ რაც დაპირისპირებას გამოიწვევს, ვიღაცა უნდა დაზიანდეს, ვიღაცა დააკავონ…

იციან რომ ხვალ მართლაც ძალიან დიდი რაოდენობის ხალხი შეიკრიბება ხელისუფლების მართებული კურსის მხარდასაჭერად, ამიტომ მაქსიმალურად უნდა თავის უცხოელ პარტნიორებს დაანახონ, რომ მათი ფული „სწორი“ მიმართულებით, არეულობისთვის იხარჯება, თან თუ იციან მათი დაკავება-დაჭერის შემთხვევაში აქაც და იქაც, უცხოეთში ამ დაკავებებს პოლიტიკურ ელფერს შესძენენ.

მიუხედავად ამისა, მგონი დადგა დრო, ვინც პროვოკაციას აწყობს და მიზანმიმართულად არეულობას აორგანიზებს, კანონის წინაშე აგოს პასუხი, ვინც გინდა იყოს გინდაც ტუალეტის პოეტი, გინდაც ქალად წოდებული კაცი, თუ კაცად წოდებული ქალი, თუ პოლიტიკოსად წოდებული არამზადა!“- წერს ნიკოლეიშვილი.