„ქრისტიანი ქართველისთვის ჯვარი, ხატი და ეროვნული დროშა უდიდესი სიწმინდეებია, რომლის დასაცავად მრავალს გაუწირავს თავი; “ნაცსექტანტისთვის” ესაა ფული და გაბრუების საშუალება“, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, ოპოზიციის ორგანიზებული აქციის ერთ-ერთი მონაწილე როგორ აფენს დროშას ასფალტზე, რომელსაც სამართალდამცველი იღებს და უკან აწვდის მას.

„თუ ასეთი პატრიოტები არიან, ასფალტზე მაინც დაწვნენ ეს უსამშობლოები და სიმბოლურად მაინც შეუშალონ ხელი სპეცრაზმის კანონიერ ქმედებებს. მაგრამ ეს არ მოხდება, – ლაჩარი და გარეწარი სააკაშვილის ადეპტი მისგან არაფრით განსხვავდება.

ჩვენი საამაყო სამართალდამცველნი, რომელთა დემონიზებას უსუსურად ცდილობენ “კლავიატურის ვირთაგვები” და “ქაღალდის ვეფხვები”, არიან და იქნებიან საქართველოს სახელმწიფოებრიობის ერთგული დამცველნი”, – წერს გია აბაშიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.