„სერიიდან: “სანამ ზურაბიშვილი უკრაინას ეწვევა”. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ პოპულარულ გერმანულ გამოცემას საინტერესო ინტერვიუ მისცა. აქედან ვიგებთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის დროს, მიუხედავად ათობით უშედეგო მცდელობისა, კლიჩკომ ვერ მოახერხა პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა. მისი აზრით, ეს, ცოტა არ იყოს, უცნაურია – ომში გახვეული ქვეყნის დედაქალაქის მერისა და პრეზიდენტის ურთიერთობა, თუმცა ზოგადად აღნიშნა, რომ უკრაინის წამყვან პოლიტიკოსებს შორის არ არსებობს არც ერთობა და არც ერთსულოვნება”, – წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.

მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკის, შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდეს, ვიდრე კიევის მერთან აუდიენცია, კლიჩკოს აზრით, დღეს დადგა პოლიტიკური ამბიციების გვერდზე გადადების ჟამი. თუმცა, ამან ხელი არ შეუშალა კლიჩკოს, მთავრობა ქვეყანაში კატასტროფულ დონეზე ასულ კორუფციასთან არასათანადო გამკლავებაში დაედანაშაულებინა.
ვიტალი კლიჩკოს ღრმა რწმენით, ეს შეკითხვა ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს რომ დავუსვათ, თითოეული გვიპასუხებს, რომ სამთავრობო ანტიკორუფციული პოლიტიკით უკმაყოფილოა“, – წერს დავით ქართველიშვილი.