„ახალ რეალობაში ტრანსფორმირდება ევროპული პოლიტიკა, ჩვენ კი, ოპოზიცია და მათი ლობისტები წარსულში ჩარჩენას გვთავაზობენ. გარდა ამისა, გლობალურ პოლიტიკაში შემოვიდნენ ახალი მსხვილი მოთამაშეები და საქართველო პროგრესისთვის ამას ითვალისწინებს. ძველ სტრატეგიულ პარტნიორებს ეს არ სურთ და მაქსიმალურად ცდილობენ, არ დაკარგონ საქართველოს მართვის სადავეები, მაგრამ ქართველი ხალხი სხვა არჩევანს აკეთებს”, – ასე აფასებს ქვეყანაში შექმნილ რეალობას „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

„საქართველო მიჰყვება მსოფლიო პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევებს და იყენებს იმ შესაძლებლობებს, რაც ახალმა რეალობამ მოიტანა. დღევანდელი პროცესების გამოყენება მავანთ საქართველოს სრული დამორჩილებისთვის სურდათ. მოხდა პირიქით – ქვეყნის ხელისუფლებამ გონივრულად გამოიყენა მსოფლიოში შექმნილი ვითარება და საქართველოს სრული სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის ახალი ფანჯარა გაუხსნა.

დღეს საქართველოს ისტორიაში ახალი ეპოქა იწყება – ეროვნული გამბედაობით, რწმენის, ღირებულებებისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებით ახალ გეოპოლიტიკაში ღირსეული ადგილის დამკვიდრება. ეს არის გარდამტეხი პერიოდი, რომელსაც უნდა გავუძლოთ, რათა საქართველო გავიყვანოთ იმ გზაზე, სადაც გარანტირებული იქნება ქვეყნის ერთიანობა, სუვერენიტეტი და ეკონომიკური სიძლიერე. ჩვენ ამას შევძლებთ! ქართველი ხალხი, როგორც ყოველთვის, ერთიანია დედა ეკლესიასთან ერთად და შეუძლებელია, ამ ძალას წინ ვინმე აღუდგეს. საქართველოს აღმავლობის ეპოქა იწყება და ეს გარდაუვალია!” – წერს თამარ ჩიბურდანიძე “ფეისბუკის” გვერდზე.