„დღეს ქვეყანაში არის სტაბილური ბიზნესგარემო, რაც მნიშვნელოვანი და უპირველესი პირობაა ბიზნესის განვითარებისა და მეტი სამუშაო ადგილის შესაქმნელად. ბიზნესსა და მთავრობას ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით ერთიანი ხედვა აქვთ. კერძო სექტორის საქმიანობა მიმართულია იმისკენ, რომ უფრო მეტად სიკეთე და მეტი კეთილდღეობის საშუალება მისცეს თითოეულ მოქალაქეს“, – წერს სოციალურ ქსელში ბიზნესმენი, „ელიტ ტექნოლოჯის“ დამფუძნებელი გიორგი მამადაშვილი.

„ქვეყანას სჭირდება სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა, რათა მსოფლიოში არსებული რთული გამოწვევების ფონზე შეძლოს და განვითარდეს.
მიმაჩნია, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი სწორედ ქვეყნის სტაბილური განვითარების კონტექსტში უნდა იქნას განხილული, რადგან გამჭვირვალობა არა წინსვლისთვის ხელის შემშლელი, არამედ პირიქით, ხელშემწყობი პირობაა.

ევროპა ჩვენი ისტორიული არჩევანია, რომელიც ყველას გვაერთიანებს. ჩვენ დიდი ხანია, ვდგავართ ამ გზაზე, ვიზიარებთ ღირებულებებს და ვისწრაფვით, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი – ჩვენი ტრადიციებით, ღიაობით, გამჭვირვალობითა და პრინციპებით“, – წერს მამადაშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.