“ძალიან მოკლედ რომ შევაფასო გუშინდელი დღე, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ ხვალინდელი დღე გაცილებით წარმატებული და უკეთესი იქნება:

არ დამითვლია, მაგრამ თუ შეიძლება, რამეს უწოდო ზღვა ხალხი, სწორედ ეს იყო 29 აპრილს. საოცარი გარემო სუფევდა, დედაქალაქში მაცხოვრებლები და რეგიონებიდან ჩამოსულები ერთმანეთს ეფერებოდნენ, ესაუბრებოდნენ, აზრებს უზიარებდნენ, ერთად იყო ერი და ბერი”, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.

“საინტერესოა, რომ ამ მართლაც ზღვა ხალხში პოლიცია არ იყო ბევრი, ვინც იყვნენ, ძალიან მარტივად იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგსა და შეკრებილების უსაფრთხოებას; არც წყლის ჭავლის მანქანა დამინახავს სადმე და არც ე.წ. „რობოკოპები“, ან რა საჭირო იყო, როცა ამ ხალხის შეკრების მიზანი, განსხვავებით ოპოზიციისა და არასამთავრობოების მიერ ორგანიზებული აქციებისა, პროვოკაციებისა და დაძაბულობის კერების მოწყობა კი არა, სამშობლოს მიმართ სიყვარულის დაფიქსირება გახლდათ. უმთავრესი კი, რაც ამ დიდ სახალხო შეკრებაზე გაჟღერდა ყველა პოლიტიკოსისა და თავად ბიძინა ივანიშვილის მიერ, გახლდათ ის, რომ ყველაფერი გაკეთდება, რათა საქართველოს სუვერენიტეტი კიდევ უფრო განმტკიცდეს, ეს ქვეყანა ეკონომიკურად უფრო გაძლიერდეს, 2030 წლისათვის კი, ევროკავშირის წევრობა რეალური გახდეს!“ – წერს ნიკოლეიშვილი.