გაზეთ “Financial Times-თან” ინტერვიუში გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის ხაზინის კომიტეტის თავმჯდომარემ – ჰარიეტ ბოლდუინმა განაცხადა, რომ დასავლეთის სანქციები ვერ აფერხებს რუსეთის ეკონომიკას.

 

„არსებობს საერთო კონსენსუსი, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ მუშაობს გაცხადებული განზრახვის კუთხით – რეალური პრობლემების შექმნა რუსეთის ეკონომიკისთვის. საერთაშორისო სავალუტო ფონდი პროგნოზირებს, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეკონომიკა წელს“, – აღნიშნა ჰარიეტ ბოლდუინმა.

 

„მართლაც სერიოზული [პრობლემა] ის არის, რომ ფული მათ თავდაცვით ბიუჯეტში მიდის, რაც იხარჯება უკრაინელებზე თავდასხმისთვის“, – განაცხადა თემთა პალატის ხაზინის კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

ჰარიეტ ბოლდუინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რაც უფრო დიდხანს მოქმედებს სანქციები, მით უფრო მეტ გზებს პოულობენ სანქციების გვერდის ავლისთვის.

მისი თქმით, რუსეთის ნავთობის ფასზე დაწესებული ლიმიტი ნამდვილად არ მუშაობს ეფექტურად და მეტი სამუშაოა საჭირო მექანიზმის მიზნების მისაღწევად.