ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე “ნაციონალური მოძრაობიდან” ოზურგეთის საკრებულოს წარმომადგენლის – თათია ნიკოლაშვილის ბრალდებას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ ოზურგეთის გმირთა მოედანზე მდებარე ბანერი, სიტყვებით – “მამული, ენა, სარწმუნოება” მერმა ჩამოხსნა.

“თათია, სწორედ თქვენმა პოლიტიკურმა პარტიამ – “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაყიდა მამული, ენა სარწმუნოება – ოზურგეთშიც და საზოგადოდაც.
ამის დამადასტურებელ დოკუმენტსაც თან ვურთავ კომენტარებში, სადაც ჩანს, რომ ეს ტერიტორია 2008 წლის 7 ოქტომბერს გაიყიდა.
სამწუხაროა, რომ საკრებულოს წევრი და პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე, სინამდვილეში, დეზინფორმაციისა და სიცრუის გავრცელების ჩვეულებრივი არხი გახდით. დეზინფორმაციით ევროკავშირში ვერ შეხვალთ”, – წერს ავთანდილ თალაკვაძე “ფეისბუკის” გვერდზე.