„საზოგადოებამ მოისმინა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საპატიო თავმჯდომარის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, რომელმაც ქართველ საზოგადოებას ერთგვარი ანგარიშიც ჩააბარა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გადადო თავი საკუთარი ქვეყნისთვის“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა საყოველთაო-სახალხო შეკრების შეფასებისას.

„ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას დაპირებაც მისცა, რომ ისევ გააგრძელებს ყველა ქველმოქმედებას, მათ შორის, პოლიტიკურს, იმისათვის, რომ საქართველომ სუვერენიტეტი შეინარჩუნოს.

ამ შეკრებაზე საქართველოს საზოგადოებამ საბოლოოდ უთხრა უარი მონობას და აირჩია სუვერენიტეტი. საბოლოოდ უთხრა უარი გაუმჭვირვალობას და აირჩია გამჭვირვალობა. უთხრა „არა“ ურწმუნოებას და „დიახ“ – სარწმუნოებას. ეს არის ჩვენი გზა, საქართველოს გზა.

საქართველოს საზოგადოების ამ მასშტაბურმა რაოდენობამ ჩვენ, ხელისუფლებას კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მივდივართ სწორი, სუვერენიტეტის შენარჩუნების გზით“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.