ანალიტიკოსი გია აბაშიძე სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

„პარიზელ ხანუმად წოდებულმა, ზნეობადაკარგულმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების პროფესიულ დღეს, ჩვენი საამაყო ჯარის წინაშეც უსაქციელოდ გაახმოვანა “ნაცნარატივები”.
რაღაც ბნელ ძალებზე ლაპარაკობდა ეს მოღალატე და შემთხვევით, ფურცლებზე სარკე ხომ არ ედო და ისე კითხულობდა?

აგენტოკრატიის სახედაკარგული ლაქია, სალომე ზურაბიშვილი გონებადაბინდულია და ვერ აცნობიერებს, რომ სამშობლოს დამცველი ქართული ჯარი პოლიტიკის მიღმაა, ხოლო მისი უბადრუკი პოლიტიკური სისინი თავად ფორმალურ პრეზიდენტს ანგრევს.

შეუვალი მოცემულობაა, რომ სალომე ზურაბიშვილი ღირსებას ვერასდროს დაიბრუნებს. საქართველოს საზოგადოებისთვის ის დარჩება ერთ უბადრუკ, მავნებელ ნაცსარეველად, რომელიც თანამდებობიდან წასვლის შემდეგ საზოგადოებრივად და პოლიტიკურად გახმება“, – წერს აბაშიძე “ფეისბუკის” გვერდზე.

„ქართულ ჯარს არ ვაკადრებ, გამოვეხმაურო პოლიტიკურ განცხადებებს, რომელიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისთვის და პრეზიდენტის მაღალი თანამდებობისთვის – კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხვისა და ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე აგებს ყველა პასუხს“, – განაცხადა პრემიერმა სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ გამოსვლასთან დაკავშირებით.