„გამჭვირვალობის შესახებ კანონს აუცილებლად მივიღებთ, რამდენიც არ უნდა იყვიროს იმ უმცირესობამ, რომლისთვისაც გამჭვირვალობა და მდიდარი “ენჯეოების” ფინანსების საჯაროდ ხელმისაწვდომობა მიუღებელია“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.

„დღეს, სესიაზე, გამჭვირვალობის კანონს მეორე მოსმენით განვიხილავთ. ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ისევ შეეცდება რაიმე პროვოკაციის მოწყობასა და პროცესის ხელოვნურად გაწელვას, თუმცა ეს მათ ვერ უშველით – ამ კანონს აუცილებლად მივიღებთ, რადგან ეს ჩვენი ეროვნული ინტერესია.

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საქმიანობა გაუმჭვირვალეა და, სხვათა შორის, დასავლეთიდან იყო მოთხოვნა, რომ ეს სფერო გამჭვირვალე უნდა გამხდარიყო. ჩვენც სწორედ ამ მიმართულებით ვდგამთ ნაბიჯებს“, – განაცხადა სეფაშვილმა.