“რამდენად სამწუხარო და, ამავე დროს, სამარცხვინოა, რომ ამ ხალხის უმაღლეს მთავარსარდლად ითვლება სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც უმარტივესადაც კი არ აქვს გათვითცნობიერებული მისი უფლება- მოვალეობები.

კონსტიტუციის მრავალგზის დამრღვევი, დესტრუქციული ძალებთან შეკრული, დღეს ბედავს და შავბნელ ძალებზე ლაპარაკობს, თვითონ სწორედაც შავბნელ ძალებთან შეკრული და პოლიციის ცოცხლად დაწვის მცდელობისათვის დამნაშავის შემწყნარებელი”, – ასე აფასებს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას.

“დღეს ქართული ჯარის დღეა, ქართული შეიარაღებული ძალების, თავდაცვის ძალების დღეა – იმ ძალებისა და იმ შემადგენლობის ჯარისკაცების, ოფიცრებისა და გენერლების ღირსების დღე, იმ ხალხის, რომელიც კეთილსინდისიერად ემსახურებოდა და ემსახურება საქართველოს, მის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. ამ დღით ამაყობს ყველა, ვისთვისაც სამშობლოს სამსახური წმინდათაწმინდა მოვალეობა და დიდი პატივია.

სალომე ზურაბიშვილის პროვოკაციულ სიტყვას და მიმართვას აშკარად ჯარის პოლიტიზების სახიფათო და ყოვლად დაუშვებელი სურვილი ახლავს, რამაც მისი ქართული ენის უცოდინრობაც კი გადაფარა, იმდენად აშკარა გახადა იმ სამარცხვინო და მზაკვრული სურვილის გაჟღერება, რომელიც მას, როგორც ჩანს, ქართულ ჯართან მიმართებით გააჩნია. ალბათ, დადგება ის დროც, როდესაც ეს მავნებელი ქალბატონი შესაბამისი გამოძიების წინაშე წარდგება, სადაც მას იმ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს, თუ ვისი დავალებით და რის საფასურად მოქმედებდა ქართული სახელმწიფოსა და მის ინსტიტუტების წინააღმდეგ”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.