„კეზერაშვილი აუცილებლად ჩაუსვამს ხაბეიშვილს ახალ კბილებს, რომლებიც მან გუშინდელი პროვოკაციის შემდეგ მოისაკლისა. ცოტა შემოლაწუნებულ სოფო ჯაფარიძესაც მსუყედ მოეფერება “ნაცების” შავი სალარო.

ახლა კი სერიოზულად:
ოპოზიციის გუშინდელი აქცია იყო სპონტანურ-ისტერიული რეაქცია ხელისუფლების მომხრეთა მშვიდობიან-გაწონასწორებულ შეკრებაზე, რომელზეც სათქმელი ითქვა, გამგონმა გაიგო და ნაცლობისტების პირველი ისტერიული გამოძახილები უკვე ვნახეთ”, – წერს “ფეისბუკის” გვერდზე ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.

გუშინდელი აქცია იყო ტიპური შემთხვევა, როდესაც პასიონარული პოლიტიკური უმცირესობა (როგორც მეუბნებიან, საშუალოდ, 3000 იყვნენ) ცდილობს, რადიკალიზმით მიაღწიოს მიზანს.
ბევრს თვალში მოხვდა პოლიციის ორგანიზებული გასვლა აქციის ეპიცენტრიდან, რაც მავანთ სისუსტედ აღიქვეს. ჩემი აზრით, რადიკალთა მიზანი იყო, პოლიცია გამოეწვიათ ზედმეტად მკაცრ ქმედებებზე, რომლის შედეგადაც ვიღაცები მძიმედ დაშავდებოდნენ, შესაძლოა, მსხვერპლიც ყოფილიყო, ისე, როგორც, მაგალითად, 2011 წლის 26 მაისს. ამის შანსი რომ არ მისცეს, იმიტომაც ვიხილეთ რადიკალიზმის ის სრულიად უაზრო გამოვლინებები სხვადასხვა ადგილას.
დღეს, შესაძლოა, გუშინდელი სცენარი უფრო გამძაფრებული ფორმებით ვიხილოთ“, – წერს ანჯაფარიძე.