საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დროს დაშავებულ 11 პირს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. მათ შორის ექვსი სამართალდამცველია.

უწყების ცნობით, დაშავებულების ნაწილი კლინიკებიდან უკვე გაეწერა.