“ქართული ოცნების” საყოველთაო-სახალხო შეკრებამ აბსოლუტურად ჭკუიდან გადაიყვანა ცალკე “ნაცები”, ცალკე – არასამთავრობოები, რომლებმაც, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, ისეთი პროვოკაციები მოეწყოთ, რომ მსხვერპლად წარმოჩენილიყვნენ; შესაბამისად, რადიკალურ მოქმედებებზე, სამართალდამცველების შეურაცხყოფასა და პირდაპირ ძალადობაზე გადავიდნენ”, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი თბილისის ცენტრში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

“როცა უკვე პარლამენტის შენობაში არავინ არ იმყოფებოდა, სწორედ მაშინ გადაწყვიტეს ხან ქუჩებისა და, ხანაც, შენობების ბლოკირება, ბარიკადების აგება. როცა აქცია დასრულებულისკენ მიდიოდა, მაშინ გამოჩნდნენ „სცენაზე“ მთავარი რადიკალები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ რამე ისეთი უნდა გაეკეთებინათ, რაც, მინიმუმ, მეორე დღეს სალაპარაკო თემა იქნებოდა. ცოტა ხანში ხაბეიშვილი, რომელიც რაღაც ინტერვიუს იძლეოდა, უცბად მოტრიალდა და კისრისტეხით, მარტო გავარდა პოლიციის კორდონის „დასაშლელად”.

მოგვიანებით, ხაბეიშვილის საავადმყოფოში ხილვა შეიძლება, ვიღაცას გაუხარდა, შეიძლება, ვიღაცას ეწყინა კიდეც, მე კი ერთ მარტივ შეკითხვას დავსვამ: ეს არის მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე? ეს პროვოკატორი? იმდენადაც ვერ აზროვნებს, რომ ასეთ იაფფასიან დავალებას უსრულებს ვიღაცას? თუ შეგნებულად, მარტო გაიქცა პოლიციის კორდონის დასაშლელად? მაშინ რისი და ვისი ზემოქმედების ქვეშ იყო? დაიწყებენ ახლა ხავილს: “ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი გუშინ”… და გვაჩვენებენ მის დალურჯებულ სახეს. ისე, ელისაშვილიც მხიარულად იყო, – ანჯელინა ჯოლის ვგავარო. ესეც იძახის, – საავადმყოფოდან უფრო დამშვენებული გამოვალო. მგონი, რაღაც ფსიქიკურ გადახრებთან გვაქვს საქმე ოპოზიციაში.
ერთი რამ უკვე ზუსტად ვიცი: ამ ოპოზიციურ პარტიებს არავითარი საარჩევნო პროგრამა არ გააჩნიათ; დარწმუნებით იციან, რომ წააგებენ, ახლა კი არასამთავროების შემუშავებული გეგმით მოქმედებენ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დესტაბილიზაციაზეა გათვლილი, მათი შავი ფულია გადასარჩენად.

ერთი კითხვა კი უცხოელებთანაც მაქვს: მართლა კარგად გაქვთ გათვლილი, რომ ეს ხელისუფლება ამ ხაბეიშვილებისნაირებმა უნდა შეცვალონ? დარწმუნებულები ხართ, რომ ეს გამოგივათ? და რომ არ გამოგივათ, ბოდიშს მაინც თუ მოიხდით? ჩვენ კი ვიცით, რის ფასად ვიცავთ თავს, – ასე ვიყავით ყოველთვის, მთელი ისტორიის განმვალობაში. თქვენ რის ფასად გიღირთ საქართველოს დაკარგვა – პოლიციის კორდონში ძალით, თავის გასალახად შევარდნილი ხაბეიშვილის ფასად? აშკარაა, რომ უცხოეთში ვიღაცები უფრო პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი აქციებს გულშემატკივრობენ, ვიდრე ასობით ათასი გულანთებული ქართველების ნებასა და არჩევანს! თუმცა ძალიან ცდებიან! ქართველი ხალხის დამარცხება შეუძლებელია!” – წერს ნიკოლეიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.