„29 აპრილს ნათლად დააფიქსირა ბიძინა ივანიშვილმა, რომ სრულად იღებს პასუხისმგებლობას საქართველოს მომავალზე და ქვეყნის სუვერენიტეტის, დეოკუპაციის, სტაბილურობისა და მშვიდობიანი მომავლისთვის აგრძელებს ბრძოლას, რომელშიც ქართული საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ გვერდში დგომა აღუთქვა”, – წერს “ფეისბუკის“ გვერდზე „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

“29 აპრილი აღმოჩნდა სიგნალი გლობალური ომის პარტიისათვის, რომ არანაირი “პროქსი” და “ჰიბრიდული” სტრატეგია, – სანამ დროა, ბოლომდე უნდა “მიაწვნენ” საქართველოს და ღია კონფრონტაციაზე გადავიდნენ. სრული მობილიზაციაა გამოცხადებული ფინანსური და საგარეო მხარდაჭერით. ფაქტობრივად, საქართველოს წინააღმდეგ შეიკრა კოალიცია, რომელსაც გლობალური ომის კონგლომერატი მეთაურობს.

საქართველოში მიმდინარე პროტესტი აბსოლუტურად მართულია და იმდენად არაავთენტურია, რომ ერთი შეხედვითაც ჩანს. ამას ასწავლიან ტრენინგებზე, რომელსაც იმ შავი ფულით აფინანსებდნენ, რომლის გამჭვირვალობის წინააღმდეგაც ატეხეს ამბავი.

ფსევდოსახალხო ლიდერები, ბუღაძეების სახით, ფსევდომშვიდობიან აქციებს აორგანიზებენ, ოღონდ – სამართალდამცველების მიმართ მაქსიმალური პროვოკაციითა და შეურაცხყოფით, რათა შენზე იძალადონ და თავი მსხვერპლად წარმოაჩინო.

ერთი დეტალი: გუშინ ღამით სად იყვნენ ორგანიზატორები და პოლიტიკოსები? გვიან მხოლოდ აქტივისტები იყვნენ რუსთაველზე?! სტრატეგიაა ასეთი, რომ თითქოს, პროცესებს არავინ აკონტროლებს და პროტესტი ბუნებრივად ჩნდება. მერე მივარდნები, ცეცხლი, ყვირილი და ფონი, რომ თითქოს ქაოსია. სინამდვილეში, შარპის თეორიების გადამღერებაა, რომელსაც აკერმანი ასწავლიდა ჩვენს უსამშობლოებს! მოკლედ, მართული ქაოსის შექმნის მცდელობასთან გვაქვს საქმე, სადაც 1000 კაცს უნდა, ეს ქვეყანა აყირაოს, პირადი ნება-სურვილით! არაფერი გამოგივათ!

P.S. და კიდევ ერთი აუცილებელი შენიშვნა – ეს პროცესები წაახალისა ნაბიჭვარმა პრეზიდენტმა, როდესაც ათასი რჯულის დამნაშავე პარაზიტი გაათავისუფლა და პოლიტიკა აქცია ნაძირალების თავშესაფრად!“ – წერს ქადაგიძე.