„ხალხის ძალის” აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი მასსა და ანა წითლიძეს შორის პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

„ყველა კარგად ვხედავდით, რას ითხოვდა – ითხოვდა რევოლუციას და ფიზიკურ დაპირისპირებას. ეს ხალხი მოწყურებულია ძალადობას, ისინი არიან პირსისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლები. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ სანამ არ გასამართლდება ეს რეჟიმი და არ აიკრძალება “ნაციონალური მოძრაობა”, მანამდე სულ ვიქნებით ამ ძიძგილაობაში. სწორედ ამიტომ, ამას აუცილებლად გავაკეთებთ,” – განაცხადა მაჭარაშვილმა.