“არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში სადეპუტატო იმუნიტეტი არავის იცავს, რომ დანაშაული ჩაიდინოს და, თანაც, თავხედურად და ღია ეთერში თავს დაესხას სახელმწიფოს წარმომადგენლებს, პოლიციელებს”, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე გუშინდელ საპროტესტო აქციაზე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების ქმედებებს.

“ლევან ხაბეიშვილის, ალეკო ელისაშვილისა და სხვა სამარცხვინო რადიკალი პარლამენტარების ექსტრემისტული ქმედებები ძირშივე აღიკვეთება. ამგვარი ავაზაკების “ჰეროიზაცია” კი მიანდეთ ნაცმარგინალებს, მათ შორის, პარიზელ ხანუმას, სალომე ზურაბიშვილს”, – წერს გია აბაშიძე “ფეისბუკის” გვერდზე.