„აკერმანის ტრენინგებიდან: როგორ უნდა შექმნას ქაოსი უმცირესობამ და როგორ უნდა მოახდინოს უმრავლესობაზე მორალური უპირატესობის მოპოვება“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

* ქვეყნის დროშების დაფენა სამართალდამცველების ფერხთით, – იქნებ ვინმემ დააბიჯოს და შელახოს. ასევე, დაპირისპირების დროს (მაგალითად, წყლის ჭავლის შესხმისას) დროშას ამოფარებული პროტესტანტები ქმნიან ეფექტს, რომ სახელმწიფოს წმინდა სიმბოლოს ებრძვიან, რაც დროშით უსამართლობასთან მებრძოლების აღქმას აჩენს.

* გინება კონკრეტული ფრაზეოლოგიით – კაცი არ მეგულება საქართველოში, ოკუპანტს არ შეაგინოს, თუმცა პროტესტანტების ეს ფსევდობუნებრივი გამოხატულება – „რუსეთს რა, დედის …ნა!” ტრენინგებზე ნასწავლი თეორიიდანაა, – გინებით პროტესტის გამოხატვა ერთგვარი ძლიერების, გაბრაზების დემონსტრირებაა, რომელსაც უამრავი გაბრაზებული ქართველი ავტომატურად დაეთანხმება და, შესაბამისად, ძალიან მარტივია, შემდეგ ჩაანაცვლო სიტყვები – “ხელისუფლებას რა”, “პოლიციას რა”, “პარლამენტს რა” და ა.შ.

გუშინ ზუსტად ასე გააკეთეს. მოკლედ, გუშინდელი დღე იყო აკერმანის ბეჯითი მოწაფეების მიერ მასწავლებლის სულისთვის გადახდილი პარაკლისი… იმდენად ხელოვნურია მთელი ეს ფარსი, რომ “მრისხანე” რატი ამაღლობელის დირიჟორული მოწოდებებიც კი სასაცილო ჩანს…

ყველაფერი ფსევდო, დადგმული და მართულია – დაწყებული გინებით, გაგრძელებული დროშის ფრიალით და დამთავრებული ბარიკადებად ვითომ ექსპრომტად მოგორებული ნაგვის ურნებით!

P.S. აკერმანის ტრენინგების შემდეგი ნაბიჯი: ახლა დაიწყებენ ფსევდო სახალხო ლიდერების გამოძერწვას, მაგრამ ყველა ხისგან სალამური არ ითლება და რა უნდა ქნან?!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.