მიხეილ ამაშუკელი:
“ადამიანები, რომლებიც დღეს ახალგაზრდებს აქეზებენ, რომელთაც სისხლი წყურიათ, 26 მაისის მთავარი შემოქმედები იყვნენ”

“KARMA IS A BITCH ” – ჩემო ლევან ხაბეიშვილო, შენ იყავი ის ადამიანი, რომელმაც 26 მაისს სადამსჯელო ოპერაციის შემდეგ, როდესაც ათასობით აქციის მონაწილე, ძვლებში დამტვრეული უკლებლივ ყველა (იმის მაგივრად, რომ კლინიკებში სასწრაფო დახმარების მანქანებს გადაეყვანათ), ყვითელ ავტობუსებში შეგვყარეს და, ასეთ მდგომარეობაში, დიღმისა და ქალაქის მასშტაბით წინასწარი დაკავების სხვადასხვა იზოლატორში გადაგვანაწილეს, შენ კი “ფეისბუკზე” პოსტი დაწერე – რუსთაველის გამზირი ნაგვისგან გაიწმინდაო. “KARMA IS A BITCH”, – წერს “ფესბუკის” გვერდზე თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი მიხეილ ამაშუკელი.

„არასდროს გამიზიარებია ეს სურათი, ყოველთვის ვეწინააღმდეგები და ვგმობ ყველანაირ ძალადობას!!! არც იმ განზრახვით ვდებ ამ სურათს, რომ შედარება გავაკეთო ვინმესთან ან რამესთან! უბრალოდ, “KARMA IS A BITCH”.
მახსოვს 2011 წლის 26 მაისი, როდესაც არა მარტო მე, არამედ ათასობით ჩვენი თანამოქალაქე , თანამებრძოლი, ამ ქვეეყნის გულმხურვალე პატრიოტი პირდაპირი მნიშვნელობით დასაჯა მაშინდელმა ხელისუფლებამ. ვინც იმ დღის მონაწილე იყო, ყველას კარგად ახსოვს, რომ ეს არ იყო მანიფესტაციის დაშლა, – ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია, რომელსაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა, ადამიანების ნეშტი ზოგი სახურავებზე შემოყარეს, ზოგი – მოსწავლე- ახალგაზრდობის ეზოში, ზოგიც მტკვარში გადაყარეს
(ადამიანები, რომლებიც დღეს ახალგაზრდებს აქეზებენ, რომელთაც სისხლი წყურიათ, იყვნენ 26 მაისის მთავარი შემოქმედები).
“KARMA IS A BITCH ” ტყუილად არ მიხსენებია, ჩემო ლევან ხაბეიშვილო. შენ იყავი ის ადამიანი, რომელმაც 26 მაისს, სადამსჯელო ოპერაციის შემდეგ, როდესაც ათასობით აქციის მონაწილე, ძვლებში დამტვრეული უკლებლივ ყველა (იმის მაგივრად, რომ კლინიკებში სასწრაფო დახმარების მანქანებს გადაეყვანათ) ყვითელ ავტობუსებში შეგვყარეს და, ასეთ მდგომარეობაში, დიღმისა და ქალაქის მასშტაბით წინასწარი დაკავების სხვადასხვა იზოლატორში გადაგვანაწილეს. შენ კი “ფეისბუკზე” პოსტი დაწერე – რუსთაველის გამზირი ნაგვისგან გაიწმინდაო. “KARMA IS A BITCH”.
ცხოვრებაში ყოველთვის ყველაფერი ბუმერანგივით გიბრუნდება ადამიანს!!!

მე პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანს, ვინც რწმენით იბრძვის, სწამს და ჯერა თავისი სიმართლის (შეიძლება, ეს სიმართლე მცდარიც კი იყოს, მაგრამ ამის სწამს და ქვეყანა უყვარს).
მე იქ ვდგავარ, რისი რწმენაც მე მაქვს; სხვა – იქ, რისიც მას აქვს, თუმცა ჩვენ ორივე ვემსახურებით ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს.
ახალგაზრდებს მთელი გულით და ჩემი გამოცდილებით მოგმართავთ: იმოქმედეთ მხოლოდ თქვენი რწმენით, ამ ქვეყნის სიყვარულით და გულიდან ამოძახილით. ნუ გამოაყენებინებთ თქვენს სუფთა, გულწრფელ, გულუბრყვილო და გულანთებულ თავს იმ ნაძირალებს, რომლებმაც ეს ქვეყანა წლების განმავლობაში ჯოჯოხეთად აქციეს!!!!!!!

პ.ს. ცალკე მოგიყვებით იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც დღეს ახალგაზრდებს იყენებენ იმისათვის, რათა ამ ქვეყნის მომავალს საბოლოოდ წერტილი დაუსვან და იმის საბოლოოდ რეალიზება მოახდინონ, რისთვისაც 9 წელი არ ეყოთ!!!!!!“ – წერს ამაშუკელი.