აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე 29 აპრილის საყოველთაო შეკრებასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა.

„ოპოზიცია აგრძელებს ჩვეულ, მავნებლურ პოლიტიკას – რუსული იარლიყების მიკერებას. ამჯერად, ყველაზე დიდ შეკრებას უწოდა “რუსული მარში”, რათა მიზანმიმართულად დააზიანოს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი, თითქოს ეს ხალხმრავალი შეკრება იყო “რუსული” და საზოგადოების დიდ ნაწილს არ სურს ევროპა.

სწორედ ეს არის ანტიდასავლური პოლიტიკა და ქმედება! სინამდვილეში კი, ქართულ საზოგადოებას, რომელიც 29 აპრილს რუსთაველზე შეიკრიბა, ძალიან კარგად აქვს გააზრებული საკუთარი პოზიცია – ქვეყანამ თანამიმდევრულად და სტაბილურად განაგრძოს ევროინტეგრაციის გზაზე სვლა”, – აცხადებს ცოტნე ანანიძე.