“თუ ვინმე ვერ ხვდება, რა პროცესები მიმდინარეობს, ეგ მისი პრობლემაა! მიმდინარეობს უდიდეს ვეშაპებს შორის გეოპოლიტიკური ომი და არის უდიდესი მცდელობა, ჩვენ – ლიფსიტა – გადაგვყლაპონ “კიტებმა”! – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე.

“ვისაც ოდნავი ტვინის ხვეული აქვს, მიხვდება, რა თქვა 29 აპრილს ი ვ ა ნ ი შ ვ ი ლ მ ა!
ამ კაცმა გახსნა ყოველგვარი დახურული ფრჩხილები და თქვა:
თუ ჩვენი თავი ჩვენადვე არ გვეყუდნეს, ეს ქვეყანა საბოლოოდ აღიგავება პირისაგან მიწისაო! ანუ დღევანდელმა ხელისუფლებამ გვითხრა: მამულს, ენას, სარწმუნოებას გვართმევენ და უნდა ვიბრძოლოთ. თორემ, რაც მამა-პაპამ იდენტობისთვის დაგვიტოვა, იმის გარეშე დავრჩებითო! აკი საქართველოს მტრებმა პირდაპირ გააჟღერეს – რა სარწმუნოება, რი სარწმუნოებაო! რა ოჯახი, რი ოჯახიო! რა ტრადიცია, რი ტრადიციაო!
რა ქალისა და მამაკაცის ქორწინება, რი ვაჟისა და ქალის ქორწინებაო!
მთავარია გეი ქორწინებების ახლო მომავალში დაკანონებაო!
ანუ რა ქართული სახელმწიფო, რი ქართული სახელმწიფოო!
რა ქართველი, რი ქართველიო! მოკლედ, ჯერჯერობით გამოუცხადებელ, მაგრამ შუაგულ ომში ვართ!” – წერს გვენეტაძე “ფეისბუკის” გვერდზე.