“ყველაზე კომიკური და სამარცხვინო ის ხალხი ხართ, ვინც აღშფოთდით ლევან ხაბეიშვილის ვითომ სასტიკად ცემით, ხოლო რამდენიმე დღის წინ, ალეკო ელისაშვილის ყოვლად არაკაცურ, ლაჩრულ თავდასხმას მამუკა მდინარაძეზე მიესალმებოდით”, – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი.

“ასმაგ სტანდარტებზე დიდი უსინდისობა არაფერია”, – წერს მეტრეველი “ფეისბუკის” გვერდზე.