„ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი დიტო სამხარაძე სუპერმარკეტ „გორგიას“ მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტს ეხმაურება, რომლის მიხედვით, მოქალაქეებს აირწინაღებისა და სხვადასხვა შეიარაღების შესაძენად “გორგიას” ფილიალებში ელოდებიან.

„ვავსებთ მარაგებს და გელოდებით უახლოეს საათებში. P.S. ვაკის ფილიალშიც გვექნება. დიდუბის ფილიალი. Axis Towers-ის 1 სართულზე“, – აღნიშნულია „გორგიას“ “ფეისბუკის” გვერდზე, რაზეც დიტო სამხარაძე აღნიშნავს, რომ ამით ისინი შუღლს აღვივებენ და ქართველების დაპირისპირებით ფულს აკეთებენ.

„ეს ნაძირალები შუღლს აღვივებენ! ქართველების დაპირისპირებით ფულს აკეთებენ!!! ახლა ხომ ხართ ღირსი, ჩვენ მოვაკითხოთ თქვენს ფილიალებს და საკადრისად მოგექცეთ? ნაგვებო, საქართველოს დამოუკიდებლობის მტრებო‼️ ეს “პრასტიტუტკები“, – წერს სამხარაძე “ფეისბუკის” გვერდზე.