„როც პოლიციას ძალადობით უვარდები, შეიძლება, გარკვეული დაზიანებები მიიღო“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, პოლიცია მაქსიმალურად ცდილობს, თავიდან აირიდოს ნებისმიერი სახის ძალადობრივი ქმედება.

„ვხედავთ, რომ აქციის ზოგიერთი მონაწილის მხრიდან დიდი აგრესია მოდიოდა და საგნებს ისროდნენ. ეს უკვე აღარ არის მშვიდობიანი შეკრება და სცილდება კანონით განსაზღვრულ ფარგლებს. ყველამ კარგად ნახა, როგორ შეიჭრა ხაბეიშვილი პოლიციელებში, და თან – როგორი აგრესიით. ამ საკითხებს გამოძიება შეისწავლის და დაადგენს. პოლიცია საკუთარ ქმედებას კანონის დაცვით ახორციელებს. აქციის მონაწილეები პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებენ და, ამის მიუხედავად, მოვალეობას პირნათლად ასრულებენ“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.