“წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანია თბილისში, აქციაზე სახელმწიფო მანქანით მიდის. პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ შეხვედრებსა თუ დემონსტარაციებში სახელმწიფო რესურსის გამოყენება კანონდარღვევაა”, – ინფორმაციას გაზეთი „სამეგრელოს ქრონიკა“ აქვეყნებს.

“დღეს წალენჯიხის მერმა და მისმა ორივე მოადგილემ მუნიციპალიტეტი მიატოვეს და თბილისში აქციას შეუერთდნენ. ამასთან დაკავშირებით მათ ბრიფინგი ზუგდიდში ჩაატარეს”, – აღნიშნულია „სამეგრელოს ქრონიკის“ ინფორმაციაში.