“ამ პროცესმა ფაშისტები გამოავლინა, ფაშიზმი შეცდომა არასდროს არის, ეს გააზრებული ბოროტება და არჩევანია, თანაც ეს უკვე უკურნებელი სენია”, – წერს “ფეისბუკის” გვერდზე პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

“ერთი შეხედვით, ადამიანები თურმე რეალურად სისხლის სუნზე გავეშებული ცხოველები ყოფილან…

ზოგადად, ადამიანებს შეცდომები მოგვდის, მაგრამ ფაშიზმი შეცდომა არასდროს არის, ეს გააზრებული ბოროტება და არჩევანია, თანაც ეს უკვე უკურნებელი სენია…

რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ერთი, რაც დანამდვილებით ვიცი, ამ ადამიანებს არავითარი ძალაუფლება არ უნდა მივცეთ, რადგან დიდი ბოროტების შექმნისთვის მათ მხოლოდ შესაბამისი ინსტრუმენტები აკლიათ.

როდის დასრულდება ეს? ბოროტებას დასასრული არ აქვს, ყოველთვის იქნება, ამიტომ ყველას უფრო მეტი ჰუმანურობა და სიფხიზლე გვმართებს, თუ გვინდა რომ მასზე გავიმარჯვოთ“, – წერს ნინო წილოსანი.