ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სახალხო დამცველის – ლევან იოსელიანის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ: “ადმინისტრაციული შენობის შესასვლელების გათავისუფლება შეიძლება იყოს ლეგიტიმური მოთხოვნა.”

“ამჟამინდელი სახალხო დამცველი პროფესიით იურისტია. დღეს მან გააკეთა როგორც იურისტისთვის, ისე მისი თანამდებობისთვის სრულიად არაადექვატური და სახიფათო განცხადება: “ადმინისტრაციული შენობის შესასვლელების გათავისუფლება შეიძლება იყოს ლეგიტიმური მოთხოვნა”.

რას ნიშნავს “შეიძლება იყოს”? ეს არის პირდაპირი ნიშანი რომ ის გამოდის როგორც მხარე”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე “ფეისბუკის” გვერდზე.