„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას გამოეხმაურა.

„როგორი მშვიდობიანი აქციაც იყო გუშინ, ისეთივე რუსულია გამჭვირვალობის შესახებ კანონი. ზუსტად ეს არის ოპოზიციის სახე: კამერებთან დგანან, კადრში, უკან ცეცხლწაკიდებული კარი ჩანს, მომიტინგეები ქვებს იღებენ და ხან ერთმანეთს ესვრიან, ხან – კარს, საბოტაჟს აწყობენ, ხან ერთმანეთს აგინებენ და ხან – პოლიციას და ამას მშვიდობიან აქციას უწოდებენ. ხალხმა პირდაპირ ეთერში დაინახა პოლიტიკოსები, რომლებიც თეთრზე შავს ამბობენ. ასე სცადეს გამჭვირვალობის კანონის სტიგმატიზებაც, მაგრამ ყველამ დაინახა, რომ ის აუცილებელია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.