„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში დასრულდა.
კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.
ამბროლაურის ორგანიზაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად (დავით) მხეიძე უხელმძღვანელებს;
ონის ორგანიზაციას – ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი;
ლენტეხის ორგანიზაციას – ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი;
ცაგერის ორგანიზაციას – ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი.
ხვალ კონფერენციები გაიმართება დმანისში, ბოლნისსა და მარნეულში.
“ქართული ოცნების” პარტიული კონფერენციები ასევე ჩატარდა თბილისში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში.