15 და 22 ივლისს, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, “მთის დღეები” გაიმართება. წელს ფესტივალი სიახლეს სთავაზობს მოსახლეობას და არსებულ 4 ლოკაციას 2 ახალი ადგილი დაემატება, ესენია: თუშეთი – ომალო, იმერეთი – გორდი, რაჭა – შოვი, გურია – ბახმარო, სვანეთი- უღვირის ტბა, ყაზბეგი – ელიას ტყის მიმდებარედ.

მთის ხალხის ყოველდღიურობა და ტრადიციები, განსაკუთრებული სტუმარ-მასპინძლობა, სამზარეულო, ლეგენდები, ცეკვა და სიმღერა, ეს ის არასრული ჩამონათვალია, რასაც ორგანიზატორები ფესტივალის სტუმრებს შესთავაზებენ.

საფესტივალო ტერიტორიაზე მისული სტუმრები სხვადასხვა აქტივობაში მიიღებენ მონაწილეობას. გაეცნობიან მთის ხინკლის ისტორიას, ასევე მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ეთნოგრაფიული შემეცნებითი კუთხე. სტუმრები დაესწრებიან ქსოვისა და რეწვის გაკვეთილებს.

მთელი დღის განმავლობაში ცნობილი შეფები მოამზადებენ სხვადასხვა კერძს და ჩაატარებენ მასტერკლასებს. დღე კი კი ცნობილი მომღერლების კონცერტით დასრულდება.