„ვისაც არ ეზარება, ყველა თითს გვიქნევს, გვემუქრება, გვაშანტაჟებს, მაგრამ საქართველო ინარჩუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას, ვაგრძელებთ განვითარებას. შედეგებიც სახეზეა – საქართველო თავისუფლების და კეთილდღეობის გლობალურ რეიტინგებში 50 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა“, – წერს სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე.
„თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსს ,,ატლანტიკური საბჭო” მსოფლიო ბანკის, გაერო-ს, “ჰერითიჯ ფაუნდეიშენისა” და სხვა საერთაშორისო კვლევების მიხედვით ადგენს.
164 ქვეყანა 4 კატეგორიად იყოფა: მაღალი თავისუფლება, ზომიერი თავისუფლება, თავისუფლების დაბალი დონე და თავისუფლების უდაბლესი დონე. 2012 წლის შემდეგ შეფასება 6.68 პუნქტით გავაუმჯობესეთ და, 73.38%-ით, 50-ე ადგილზე ვართ.
საქართველო კეთილდღეობის ინდექსში 2012 წლის შემდეგ 17 ადგილით არის დაწინაურებული. კეთილდღეობის შეფასება 6.36 პუნქტით გაუმჯობესდა და, 74.99%-ით, 46-ე ადგილზე ვართ”, – წერს ბოჟაძე „ფეისბუკის“ გვერდზე.